იაგო ხვიჩია - შუა აგვისტოში რადიკალური განცხადებები, რომ სექტემბერში რაღაც სხვას ვიზამთ, სააკაშვილის ნიშის გათავისუფლების მოლოდინის და მისი დაკავების მცდელობის ნიშანია
შუა აგვისტოში რადიკალური განცხადებები და მოწოდება, რომ სექტემბერში რაღაცა სხვას ვიზამთ, მიხეილ სააკაშვილის ნიშის გათავისუფლებას და მისი დაკავების მცდელობას ნიშნავს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი ელოდება მიხეილ სააკაშვილის ნიშის გათავისუფლებას.
„არამხოლოდ ზურა ჯაფარიძე, არამედ ქართული პოლიტიკური სპექტრი ბოლო პერიოდის განმავლობაში ამას აანონსებს, ბატონი ვაშაძეც აანონსებს ამას, ბატონ ნიკა მელისთანაც მოისმინება იგივე რიტორიკა, ზურა ჯაფარიძეც. მე ამას უფრო ვაბრალებ იმას, რომ რაღაცნაირად ქართული პოლიტიკური სპექტრი ელოდება მიხეილ სააკაშვილის ნიშის გათავისუფლებას და ცდილობს მის დაკავებას. შესაბამისად, შუა აგვისტოში რადიკალური განცხადებები და მოწოდება, რომ სექტემბერში რაღაცა სხვას ვიზამთ, მგონია რომ უფრო ამის ნიშანია“, – განაცხადა ხვიჩიამ.