იაგო ხვიჩია - შეიძლება, სასულიერო პირების მოწვევაა საჭირო, რომ მათი თანდასწრებით იქნებ, ნაკლებად იჩხუბონ კოლეგებმა, შეიძლება, მანდილოსნები დავასწროთ, გააჩნია, ვის რა მოსწონს
იაგო ხვიჩია - შეიძლება, სასულიერო პირების მოწვევაა საჭირო, რომ მათი თანდასწრებით იქნებ, ნაკლებად იჩხუბონ კოლეგებმა, შეიძლება, მანდილოსნები დავასწროთ, გააჩნია, ვის რა მოსწონს

შეიძლება, სასულიერო პირების მოწვევაა საჭირო, რომ მათი თანდასწრებით იქნებ, ნაკლებად იჩხუბონ კოლეგებმა, შეიძლება, მანდილოსნები დავასწროთ, გააჩნია, ვის რა მოსწონს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის განკარგულებაზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თუ გამოცხადდება სამუშაო ადგილზე, ოპოზიცია მზად უნდა იყოს, ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს პოზიცია, რათა სხდომაზე დრო არ დაიხარჯოს უბრალოდ ჩხუბსა და კამათში.

„ერთგვარი დეჟავუ მაქვს იმისი, კარი რომ იყო დაკეტილი, რომ ვერ შევიდა ოპოზიცია და რო ვერ ჩატარდა სხდომა, ამასაც ვუშვებ, მაგრამ ვაითუ ეგ არ მოხდეს და „ქართული ოცნება“ გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე, ამ შემთხვევაში, ოპოზიცია მზად უნდა იყოს, ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს პოზიცია და იქ დრო არ დაიხარჯოს უბრალოდ ჩხუბსა და კამათში და ისეთ რამეში, რაც დესტრუქციის საშუალებას მისცემს ხელისუფლებას. არამედ, უნდა შეძლონ საქმეზე საუბარი, რომელიც ამ მნიშვნელოვან მომენტში ჩვენს ქვეყანას ეხება.

როგორ წარმოგიდგენიათ ჩხუბის და კამათის გარეშე ამ ორი მხარის ერთად ყოფნა? – ეს რთულად წარმომიდგენია, მაგრამ თუ საჭიროა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შევძლოთ, შეიძლება, სასულიერო პირების მოწვევაა საჭირო, რომ მათი თანდასწრებით იქნება ნაკლებად იჩხუბონ კოლეგებმა, შეიძლება, მანდილოსნები დავასწროთ, გააჩნია, ვის რა მოსწონს, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარემო არ იყოს საჩხუბარი, არამედ იყოს სასაუბრო და ადამიანებს პრობლემის გადაწყვეტა უნდოდეთ და არა ჩხუბი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.