იაგო ხვიჩია - სენატორებთან შეხვედრაზე, ჩვენ გარდა, ძაღლი და კატა, ყველა იყო, მიკვირს, რატომ არ გვეძახიან ასეთ შეხვედრაზე
არ მგონია, იმ საზოგადოებას, რაც გუშინ სენატორებთან შეხვედრაზე იყო და იმ ფორმატს, რაც იყო, ტელევიზორში გამოჩენის გარდა, რამე შედეგი მოჰყოლოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, გასაკვირია, რატომ არ ეპატიჟებიან „გირჩის“ წევრებს მსგავს შეხვედრებზე.
„გუშინ სენატორებთან ჩვენ გარდა, ძაღლი და კატა, ყველა იყო ქართული პოლიტიკური სპექტრიდან, ჩვენ არ ვიყავით. მიკვირს, რატომ არ გვეძახიან ჩვენ ასეთ შეხვედრაზე, რომ მერე აზრი გამოვთქვა, ეს მნიშვნელოვანი იყო თუ არა. ახლა მგონია, რომ ქალბატონი შაჰინი ისეთ ხალხს შეხვდა, მეეჭვება, ამან რამე მნიშვნელოვანი ხეირი მოიტანოს. არ მგონია, რომ იმ საზოგადოებას, რაც გუშინ იქ იყო და იმ ფორმატს რაც იყო, ტელევიზორში გამოჩენის გარდა, რამე შედეგი მოჰყოლოდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.