იაგო ხვიჩია - სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას ვითხოვთ, მიგვაჩნია, რომ ჯარისკაცი უნდა იყოს ის ადამიანი, ვისაც ჯარისკაცობა უნდა
იაგო ხვიჩია - სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას ვითხოვთ, მიგვაჩნია, რომ ჯარისკაცი უნდა იყოს ის ადამიანი, ვისაც ჯარისკაცობა უნდა

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას ვითხოვთ, მიგვაჩნია, რომ ჯარისკაცი უნდა იყოს ის ადამიანი, ვისაც ჯარისკაცობა უნდა; ვინც დეზერტირობაზე ოცნებობს, მისი ადგილი ჯარში არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ქართულ ჯარში უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვისაც ჯარში ნებაყოფლობით უნდა.

„ძალით წაყვანილი ადამიანები არც ჯარში გვინდა და არც სხვაგან. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ახლა შეიქმნება ნამდვილი ჯარი, არავინ იდგება შლაგბაუმთან და ა.შ. ეს ნორმა ძალაში 2025 წლიდან შედის. მანამდე ამოქმედებას არ აპირებენ და ეს არის ამორალური. რაც შეეხება დღევანდელ განხილვას, იმისათვის, რომ კანონპროექტის განხილვა გაჩერდეს, საჭიროა, 15 დეპუტატი სხდომას ესწრებოდეს და საკუთარი მოვალეობა შეასრულოს, რის გამოც ხალხმა აირჩიეს. მთავარი ამოცანაა, 21:00 საათამდე ოპოზიციონერები დარჩებიან თუ არა პარლამენტში. თუ დარჩებიან, 350-მუხლიანი კანონპროექტის მიღება უმრავლესობას გაუჭირდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.