იაგო ხვიჩია - გზის გადაკეტვა კიდევ ცოტაა, სააკაშვილი რომ ვიყო, მხარდამჭერებს მეტის გაკეთებისკენ მოვუწოდებდი
საპროტესტო აქციით იმის ჩვენება ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში და გარეთ აქვს ძალა, შეარყიოს ან აჯანჯღაროს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ლიდერის გასათავისუფლებლად ოპოზიცის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება სრულიად ბუნებრივია.
„ოპოზიცის მიერ ასეთი დამოკიდებულება სრულიად ბუნებრივია საკუთარი ლიდერის გასათავისუფლებლად. თუ მიზანია ვითარების დაძაბვა, ჩემი აზრით, გზის გადაკეტვა კიდევ ცოტაა. მიხეილ სააკაშვილი რომ ვიყო, საკუთარ მხარდამჭერებს მეტის გაკეთებისკენ მოვუწოდებდი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.