იაგო ხვიჩია - სანდრო რაქვიაშვილი პრეზიდენტის სასახლეს დაათვალიერებს, გამოვა, ამბავს მოყვება და ცოტა „ცივ წყალს გადაასხამს“ იმ ხალხს, ვისაც დიდი მოლოდინი აქვს, რომ ოპოზიციური ერთობა შედგება
იაგო ხვიჩია - სანდრო რაქვიაშვილი პრეზიდენტის სასახლეს დაათვალიერებს, გამოვა, ამბავს მოყვება და ცოტა „ცივ წყალს გადაასხამს“ იმ ხალხს, ვისაც დიდი მოლოდინი აქვს, რომ ოპოზიციური ერთობა შედგება

სანდრო რაქვიაშვილი პრეზიდენტის სასახლეს დაათვალიერებს, გამოვა, ამბავს მოგიყვებათ და „ცივ წყალს გადაასხამს“ ხალხს, ვისაც მოლოდინი აქვს, რომ ოპოზიციური ერთობა შედგება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

იაგო ხვიჩიას კითხვა დაუსვეს ოპოზიციის წარმომადგენლების პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე და ოპოზიციური ერთობის საკითხზე.

„როგორც ჩანს, ჩვენ, როგორც ყველაზე გემრიელ ლუკმას, ისე გვინახავენ, რადგან ჯერ არავინ გამოჩენილა. სხვა დროს ჩნდებოდნენ ხოლმე, მაგრამ არ ვიცი, ალბათ გაბრაზებას უნდა მივაწეროთ იმის გამო, რა განცხადებებსაც ბოლო პერიოდში ვაკეთებთ ან ტკბილი ლუკმა ვართ და ბოლოსთვის გვინახავენ. რასაკვირველია, შედეგს ვერ მიაღწევენ. ამ შემთხვევაში სანდრო რაქვიაშვილი პრეზიდენტის სასახლეს დაათვალიერებს, ეს მოლოდინი გვაქვს. გამოვა, ამბავს მოგიყვებათ და ცოტა „ცივ წყალს გადაასხამს“ იმ ხალხს, ვისაც დიდი მოლოდინი აქვს, რომ ოპოზიციური ერთობა შედგება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.