იაგო ხვიჩია - სამართლიანი იქნება, არასამთავრობო ორგანიზაციათა სამინისტრო გაიხსნას, რადგან გამოდის, რომ მთავრობა არასამთავრობო სექტორს ერთ-ერთ დეპარტამენტად აქცევს
სამართლიანი იქნება, არასამთავრობო ორგანიზაციათა სამინისტრო გაიხსნას, რადგან გამოდის, რომ მთავრობა არასამთავრობო სექტორს ერთ-ერთ დეპარტამენტად აქცევს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია თავისი შინაარსით ოქსიმორონია, რადგან ასეთი რაღაც ბუნებაში არ არსებობს.
„„Ენჯეოების“ სუბსიდირება მათი საბოლოო გადაშენების მიზნით ბევრად უფრო გაუგებარი ინიციატივაა, ვიდრე მეგრელი ან აჭარელი ფერმერების სუბსიდირება იქნებოდა თხილის ან მანდარინის მიმართულებით. სუბსიდირებას მხარს არ ვუჭერთ, მაგრამ თუ რაღაცის სუბსიდირებას განსაკუთრებით მხარს არ ვუჭერთ, ეს „ენჯეოების“ სუბსიდირებაა. მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია თავისი შინაარსით ოქსიმორონია, ასეთი რაღაც ბუნებაში არ არსებობს. თუ მთავრობა აფინანსებს, ის არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის. არ ვიცი, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები დაეთანხმებიან თუ არა, მაგრამ თუ დაეთანხმებიან, სამართლიანი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციათა სამინისტროც რომ გაიხსნას და მათ დაარეგულირონ, რადგან გამოდის, რომ ერთ-ერთ დეპარტამენტად აქცევენ არასამთავრობო სექტორს და ბარემ სამინისტროც მისცენ – არასამთავრობო სექტორის სამინისტრო“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.