იაგო ხვიჩია - სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციონერობა რომ უნდოდეს, ბერკეტები აქვს და წარმატებით გამოუვიდოდა, მაგრამ ამის ნიშნებს ვერ ვხედავ, მის დამოუკიდებლობას სკეპტიკურად ვუყურებ
სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციონერობა რომ უნდოდეს, ბერკეტები აქვს და წარმატებით გამოუვიდოდა, მაგრამ ამის ნიშნებს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ხვიჩიას თქმით, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობას სკეპტიკურად უყურებს.
„ვიღაცას ცოლ-ქმრის ჩხუბი ნამდვილი ეგონაო. მეც ზუსტად ასე ვარ „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის ჩხუბზე, რადგან ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სალომე ზურაბიშვილში იმდენი ინვესტიციაა ჩადებული, ვერ წარმომიდგენია, სალომე ზურაბიშვილი მასთან შეთანხმების გარეშე მოქმედებდეს. სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციონერობა რომ უნდოდეს, ბერკეტები აქვს და წარმატებით, ეფექტურად გამოუვიდოდა, მაგრამ ამის ნიშნებს ვერ ვხედავ. მის დამოუკიდებლობას სკეპტიკურად ვუყურებ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.