იაგო ხვიჩია - სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას არ გავითვალისწინებ, რადგან არასერიოზულია, არაფრით დამიმსახურებია, პრეზიდენტი შიგნით იყოს და მე გარედან ვუყურებდე
იაგო ხვიჩია - სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას არ გავითვალისწინებ, რადგან არასერიოზულია, არაფრით დამიმსახურებია, პრეზიდენტი შიგნით იყოს და მე გარედან ვუყურებდე

სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას არ გავითვალისწინებ. არაფრით დამიმსახურებია, რომ პრეზიდენტი შიგნით იყოს და მე გარედან ვუყურებდე, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, პრეზიდენტის მოწოდება არასერიოზულია.

„ქართულ ოცნებას“ დახმარება სჭირდება იმის გამო, რომ ხალხი, რომელიც პროდასავლური ხმებით იქნა არჩეული, უცებ ჩამოყალიბდა ვითარება, რომ პრორუსულს „აწვება“. ხალხი, რომელიც თავისი შინაარსით პროდასავლელი იყო და პროდასავლურობის გამო მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“, შანსია, რომ დაიკარგოს. ამიტომ საჭიროა „ქართული ოცნების“ წიაღში პროდასავლელი ლიდერის გამოჩენა, რომელიც ამ გავარდნილ ხმებს მოაგროვებს, როგორც პროდასავლელი და დააბრუნებს „ქართული ოცნების“ ყულაბაში. ჩემი აზრით, ახლა ეს თამაში მიმდინარეობს, რადგან ამას სხვა არაფერი ჰქვია. ამ თამაშთან უბრალოდ, საერთოდ გაკარება არ მინდა, არც ჩემს მეგობრებს უნდათ გაკარება, მაგრამ მინდა, ადამიანებმა დაიჯერონ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი არ ყოფილა სალომე ზურაბიშვილის გათავისუფლება.

სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას არ გავითვალისწინებ, რადგან არასერიოზულია. არაფრით დამიმსახურებია, რომ პრეზიდენტი შიგნით იყოს და მე გარედან ვუყურებდე. მის მიერ დანიშნულმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი მის იმპიჩმენტს. იუსტიციის საბჭოში ვის მიერ დანიშნული წევრია შეკრული „კლანთან“? ან მოდით, ვთქვათ, რომ ქალბატონი სალომე სულ შეცდომას უშვებს და ამის მიუხედავად, ჩვენ, პარლამენტის წევრები მაინც გარეთ უნდა ვიყოთ, თვითონ შიგნით და აზრი მან უნდა გამოთქვას. პირიქით, დისკუსიას ვაპირებთო, „ქოცებმა“ თქვეს, სადღაც მოვისმინე და იქაც ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. მაინტერესებს, რას იტყვიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა: „არ გადავდგები, არ გადმოვდგები, პარლამენტშიც მივალ. მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, ძლიერი სურათი თუ უნდათ, გარეთ დადგნენ, შიგნით მე ვიქნები“.