იაგო ხვიჩია - საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დააიგნორებს, რაც პარლამენტში ახლა ხდება, 50 დეპუტატი კომისიას ვერ ქმნის, რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
ჩვენ რომ მაფიოზურად ვიმართებით, ეს გუშინ ცალსახად ვნახეთ, ვინც გუშინ პარლამენტში ვიყავით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, საზოგადოებამ „ქართული ოცნების“ ერთპიროვნული მმართველობა უნდა შეაჩეროს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი თუ სხვა რამ უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რათა ხალხს ვუთხრათ, თუ სურთ მაფიოზური ძალაუფლების დასრულება, მაშინ „ქართულ ოცნებას“ ერთპიროვნული მმართველობა უნდა ჩამოაცალონ. დღის წესრიგში კომისიის საკითხი რომ არ არის, ეს გახლავთ „ქართული ოცნების“ მოქმედება და არამხოლოდ შალვა პაპუაშვილის. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დააიგნორებს იმას, რაც პარლამენტში ახლა ხდება – 50 დეპუტატი კომისიას ვერ ქმნის, რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ხვიჩიამ.