იაგო ხვიჩია - სახალხო დამცველის არჩევა თუ უნდოდათ, იქ ვიყავით ყველანაირი გემოვნების ხალხი, მეც, „ენჯეოშნიკებიც“, იურისტებიც, მონაწილეობას აღარ ვაპირებ, „გირჩი“ ჯერ პროცესს დააკვირდება
„გირჩის“ წევრი, სახალხო დამცველობის ყოფილი კანდიდატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „გირჩი“ სახალხო დამცველის არჩევის პროცესს ინტერესით დააკვირდება.
ხვიჩიას თქმით, წარდგენილი კანდიდატებიდან ვერავინ აირჩიეს და საინტერესოა, პოლიტიკური ძალები დეპუტატებს ახლა განსხვავებულს რას შესთავაზებენ.
„სახალხო დამცველის არჩევის პროცესს საერთოდ ვერ ვხედავ. თუ არჩევა უნდოდათ, იქ არ ვიყავით, ყველანაირი გემოვნების ხალხი ვიყავით, მეც ვიყავი, „ენჯეოშნიკებიც“, იურისტებიც. სინამდვილეში, „ქოც-ნაცურმა“ დაპირისპირებამ იმარჯვა და ვერავინ ავირჩიეთ. ამიტომ ჯერ ინტერესით დავაკვირდები, პოლიტიკური ძალები ახლა რას შემოგვთავაზებენ განსხვავებულს. მონაწილეობას აღარ ვაპირებ, „გირჩი“ ჯერ პროცესს დააკვირდება“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.