იაგო ხვიჩია - სააკაშვილის მოწამვლის ვერსიის არც მე მჯერა, იმდენი ხანია, პენიტენციურ დაწესებულებაშია ბატონი სააკაშვილი, მისი მოწამვლა რომ სდომებოდა ვინმეს, რამენაირად მოახერხებდა
იაგო ხვიჩია - სააკაშვილის მოწამვლის ვერსიის არც მე მჯერა, იმდენი ხანია, პენიტენციურ დაწესებულებაშია ბატონი სააკაშვილი, მისი მოწამვლა რომ სდომებოდა ვინმეს, რამენაირად მოახერხებდა

მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ვერსიის არც მე მჯერა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე საუბრისას განაცხადა.

ხვიჩიას განცხადებით, ვინმეს მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის სურვილი რომ ჰქონოდა, ამას როგორმე მოახერხებდა.

„გულწრფელი რომ ვიყო, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ვერსიის არც მე მჯერა. იმდენი ხანია, პენიტენციურ დაწესებულებაშია ბატონი სააკაშვილი, მისი მოწამვლა რომ სდომებოდა ვინმეს, ამას რამენაირად მოახერხებდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.