იაგო ხვიჩია - სააკაშვილის ხალხიც იყო სალომე ზურაბიშვილის ცენტრში მისული და ხელს აწერდა დოკუმენტს, არ გამოვრიცხოთ, რომ ერთი დიდი „ნაცური“ ცენტრი ჩამოყალიბდეს
სააკაშვილის ხალხიც იყო სალომე ზურაბიშვილის ცენტრში მისული და ხელს აწერდა, არ გამოვრიცხოთ, რომ ერთი დიდი ნაცური ცენტრი ჩამოყალიბდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაზე დაუსვეს კითხვა, სადაც მან აღნიშნა: „„ქართულ ოცნებაში“ მმართველობის ბოლო თვეებს ითვლიან, სექტემბრიდან იქნება ორი გაერთიანება, ერთი – სააკაშვილთან, მეორე ზურაბიშვილთან დაახლოებული პოლიტიკური ჯგუფების“.
„ერთი ცოტა ლოგიკური უზუსტობაა, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის ხალხიც იყო სალომე ზურაბიშვილის ცენტრში მისული და ხელს აწერდა. შესაბამისად, არ გამოვრიცხოთ, რომ მეტი წარმატებით გამოვიდეს ეს საქმე და ერთი დიდი „ნაცური“ ცენტრი ჩამოყალიბდეს. ეს იქნება ასევე შესაძლებელი ვერსია და ვნახოთ. ჩვენ ვგულშემატკივრობთ რეალობის აღწერას ქართველი ამომრჩევლისთვის, სადაც საარჩევნო ბიულეტენზე არსებობს სამი პოლიტიკური პარტია – „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.