იაგო ხვიჩია - სააკაშვილი პოტენციურ წამსვლელებს წყევლის და აფრთხილებს, წასვლის შემთხვევაში რამდენი ტალახის მოხვედრა ელოდებათ
იაგო ხვიჩია - სააკაშვილი პოტენციურ წამსვლელებს წყევლის და აფრთხილებს, წასვლის შემთხვევაში რამდენი ტალახის მოხვედრა ელოდებათ

სააკაშვილი პოლიტიკაშია ჩართული და ცდილობს, რომ „ნაცმოძრაობიდან“ ხალხი არ წავიდეს და თუ წავლენ, მათ სააკაშვილის წყევლა გაჰყვეთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი პარტიის წევრებს აფრთხილებს, ფეხი არ წაუცდეთ.

„ამის შესახებ გაფრთხილებაა – ფეხი არ წაგიცდეთო, არ წახვიდეთ, თორემ დაგწყევლით და ჩემი ტელევიზიები ამ წყევლას პრაქტიკულად აღასრულებენო. სააკაშვილი პოტენციურ წამსვლელებს წყევლის და აფრთხილებს, წასვლის შემთხვევაში რამდენი ტალახის მოხვედრა ელოდებათ. „ნაცმოძრაობაში“ დარჩენის შემთხვევაში ყველაფერს შეჩვეული ხარ“, – განაცხადა ხვიჩიამ.