იაგო ხვიჩია - სააკაშვილი ციხეში პიჯაკების და გიგი უგულავას გასახდომი პროცედურების გამო კი არ უნდა იჯდეს, არამედ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოლოდინის გაცრუების გამო
იაგო ხვიჩია - სააკაშვილი ციხეში პიჯაკების და გიგი უგულავას გასახდომი პროცედურების გამო კი არ უნდა იჯდეს, არამედ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოლოდინის გაცრუების გამო

ჩვენ რომ ნორმალური სასამართლო გვქონდეს, მიხეილ სააკაშვილი ციხეში პიჯაკების და გიგი უგულავას გასახდომი პროცედურების გამო კი არ უნდა იჯდეს, არამედ ციხეში უნდა იჯდეს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოლოდინების გაცრუების გამო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ვარდების რევოლუციის“ შედეგები ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც საქართველოს მოსახლეობა ელოდა.

„ვარდების რევოლუცია“ მახსენდება, როგორც დიდი მოლოდინების პერიოდი. მაშინ, სტუდენტი ვიყავი და მომავალს დიდი მოლიდინით შევყურებდი. „ვარდების რევოლუციის“ შედეგები ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც საქართველოს მოსახლეობა ელოდა. არ აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ქმედებების გამო და იმის გამო, რომ ფაქტობრივად, მან ის იმედები და მოლოდინები გააცრუა, რაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ადამიანებს ჰქონდათ.

ჩვენ რომ ნორმალური სასამართლო გვქონდეს, მიხეილ სააკაშვილი ციხეში პიჯაკების და გიგი უგულავას გასახდომი პროცედურების გამო კი არ უნდა იჯდეს, არამედ ციხეში უნდა იჯდეს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ არსებული მოლოდინების გაცრუებისთვის. ჩვენ რომ კარგი სასამართლო გვქონდეს, დისკუსია ამაზე იქნებოდა და არა იმაზე, ვინ რა გასახდომი პროცედურა ჩაიტარა და პიჯაკები იყიდა. „ვარდების რევოლუციის“ იდეალი დაირღვა, როდესაც სახელმწიფომ სასამართლო და პროკურატურა ჯიბეში ჩაისვა. ასევე დაირღვა – 7 ნოემბერს. ანუ, პირველივე ვადაში მიხეილ სააკაშვილმა „ვარდების რევოლუციის“ რეალური ღირებულებებიდან არაფერი დატოვა, მას იყენებდა, როგორც ძალაუფლების ახალი წყაროს მითვისების ერთ-ერთ შესაძლებლობას. „ვარდების რევოლუცია“ უდავოდ კარგად დაიწყო და პროგრესული მოვლენა იყო, მაგრამ შემდეგ რაც მივიღეთ, ვნახეთ, 2012 წელს წყალში ჩავარდა და ხელისუფლება იმ სხვა ადამიანებმა გადაიბარეს, ვისაც „ვარდების რევოლუციის“ მიმართ სიმპათიები არ ჰქონდათ“, – განაცხადა ხვიჩიამ.