იაგო ხვიჩია - სააკაშვილი აყენებს საკითხს, რომ ტყვეობაში სიცოცხლე არ უნდა, ხელისუფლება არ უნდა გაჯიუტდეს, ადამიანის სიცოცხლე არ უნდა შეეწიროს
სააკაშვილი აყენებს საკითხს, რომ ტყვეობაში სოცოცხლე არ უნდა და ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, ადამიანის სიცოცხლე არ უნდა შეეწიროს, რადგან, ყველა შემთხვევაში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება არ უნდა გაჯიუტდეს.
„მიხეილ სააკაშვილი თავად აყენებს საკითხს ისე, რომ მას ტყვეობაში სოცოცხლე არ უნდა. ზოგადად, ეს დასაფასებელი საქციელია და ამის გამო ვერ გავაკრიტიკებ. ერთმანეთს შეუქმნეს ისეთი პრობლემა, რასაც ჰქვია სააკაშვილის ციხეში ჯდომა. „ნაცები“ და „ქოცები“ ჩვენს რჩევებს არ ითვალისწინებენ და თავად მოუარონ ამ პრობლემას. ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ სააკაშვილი თავად საკითხს ასე აყენებს და არ უნდა გაჯიუტდეს, ადამიანის სიცოცხლე არ უნდა შეეწიროს, რადგან, ყველა შემთხვევაში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.