იაგო ხვიჩია - როსტომ ჩხეიძე დღეს იქცეოდა თაღლითურად და რეგისტრირდებოდა ქოცების დასახმარებლად სხვა დეპუტატების სახელითაც, ჩვენ ამ ყველაფერს გავშიფრავთ
ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ როსტომ ჩხეიძე პარლამენტში კვორუმის შევსებაში ხელისუფლებას ეხმარებოდა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის კოდექსისთვის მხარი არ დაეჭირათ.
„მინდა, ერთი „ჩათლახობის“ შესახებ მოგიყვეთ, რომელიც დღეს ოპოზიციის შიგნით მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებით დასრულდა ჩვენი ღონისძიება, დღეს „ქოცებს“ კვორუმი არ ჰქონოდათ და იმავე მეთოდით დავპირისპირებოდით, რითაც საგამოძიებო კომისიის შექმნას დაუპირისპირდნენ, ოპოზიციაში აღმოჩნდა ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებული იყო, რეგისტრაცია არ გაევლო, ბატონი როსტომ ჩხეიძე – ღვაწლმოსილი ადამიანი, რომელიც სხვა პროფესიაში წარმატებით არის ცნობილი, დღეს იქცეოდა თაღლითურად და რეგისტრირდებოდა „ქოცების“ დასახმარებლად სხვა დეპუტატების სახელითაც. მან მხარი დაუჭირა დღეს სხდომის გახსნას და მონაწილეობა მიიღო რეგისტრაციაში არა მხოლოდ თავისი სახელით, არამედ ნიკა მაჭუტაძის, თაკო ჩარკვიანის, გუბაზ სანიკიძის სახლით, რომლებიც დღეს პარლამენტში საერთოდ არ ყოფილან. ჩვენ ამ ყველაფერს გავშიფრავთ. ჰერმან საბომ, რომელიც ათვალიერებდა პარლამენტს, რა ხდებოდა, გამოიჭირა ბატონი როსტომი, რომ რამდენიმე ადგილზე თითს აჭერდა სხვადასხვა ღილაკზე და უყვირა, რას ჩადიხართ, ბატონო როსტომო?! მან ამის შემდეგ ამ საქმის კეთებას თავი დაანება, თორემ, ამ ოთხი ადამიანის გარდა, კიდევ უფრო მეტს დაარეგისტრირებდა და ღიად დაეხმარებოდა „ქოცებს“ იმაში, რომ დღეს გაგრძელებულიყო ეს ჯარის გამანადგურებელი კანონის მიღება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 65-მა დეპუტატმა, რაც პლენარული სხდომის ჩატარებისთვის საკმარისი არ არის. სხდომაზე თავდაცვის კოდექსში ცვლილებები უნდა განეხილათ.