იაგო ხვიჩია - როგორც ვაკვირდები, „ლელო“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ „ხალხის ძალა“ და ცდილობს, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველზე გავიდეს, მგონი, თავს კომფორტულად არ გრძნობენ სამუშაო გარემოში
მგონი, „ლელო“ თავს კომფორტულად არ გრძნობს სამუშაო გარემოში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, „ლელო“ ცდილობს, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველზე გავიდეს.
„შეიძლება, ეს წარმოდგენა ფარსის ნაწილს შეიცავდეს, მაგრამ მე ამ ფარსის მომწყობი არ ვარ, ამ ფარსის დამკვირვებელი ვარ, ადამიანი, რომელიც თქვენთან მოდის და გეუბნებათ, რომ აქ ფარსი დავინახე. მგონი, „ლელო“ თავს კომფორტულად არ გრძნობს სამუშაო გარემოში. თავს კომფორტულად გრძნობენ „ლელოებით“ გარშემორტყმული, მაგრამ როცა სხვა პოზიციებია და კამათია, ვერ წარმომიდგენია, ეს „ლელომ“ მოახერხოს. როგორც ვაკვირდები, „ლელო“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ „ხალხის ძალა“ და ცდილობს, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველზე გავიდეს, მის ყულაბაში აღმოჩნდეს, რადგან სხვა ამომრჩეველი „ნაცებს“ დაკავებული ჰყავთ. „ნაცებს“ რომ რადიკალიზმში ეჯიბრები, ეს ცოტა წამგებიანი მგონია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.