იაგო ხვიჩია - როგორც პოლიტიკოსები არიან დისკრედიტებული, ისე არიან ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრებიც, როგორც არჩევნების გამყალბებლები და ადამიანთა ერთ ნაწილს არ უნდა ასეთ შარში თავის გაყოფა
იაგო ხვიჩია - როგორც პოლიტიკოსები არიან დისკრედიტებული, ისე არიან ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრებიც, როგორც არჩევნების გამყალბებლები და ადამიანთა ერთ ნაწილს არ უნდა ასეთ შარში თავის გაყოფა

როგორც პოლიტიკოსები არიან დისკრედიტებული, ისე არიან ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრებიც, როგორც არჩევნების გამყალბებლები, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკა ისეთი სფეროა, სადაც ადამიანების პოლიტიკაში წასვლით მათ სხვა პროფესიულ რეპუტაციას შეიძლება საფრთხე მიადგეს.

„საკუთარ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ როცა პოლიტიკაში წავედი, ჩემი მეგობრების დიდ ნაწილს გიჟი ვეგონე იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, პოლიტიკა ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე საკმად დისკრედიტირებულია. როგორც პოლიტიკოსები არიან დისკრედიტებული, ისე არიან ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრებიც დისკრედიტებული, როგორც არჩევნების გამყალბებლები. არიან თუ არა გამყალბებლები, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მათზე სულ ასე ლაპარაკობენ და ადამიანთა ერთ ნაწილს არ უნდა ასეთ შარში თავის გაყოფა და თავს იკავებენ ასეთი სახის საჯაროობისგან“, – განაცხადა ხვიჩიამ.