იაგო ხვიჩია - ადამიანს როდესაც ფული აქვს, სხვადასხვანაირ გასართობს შოულობს, „ლელოს“ ცუდი გასართობი არ უშოვია, ცოტა ძვირი უჯდებათ, მაგრამ არაუშავს, არ მგონია, პარლამენტში შემოსვლა უნდოდეთ
იაგო ხვიჩია - ადამიანს როდესაც ფული აქვს, სხვადასხვანაირ გასართობს შოულობს, „ლელოს“ ცუდი გასართობი არ უშოვია, ცოტა ძვირი უჯდებათ, მაგრამ არაუშავს, არ მგონია, პარლამენტში შემოსვლა უნდოდეთ

„ლელომ“ დაამტკიცა, რომ ამ პარტიისგან არაფერი გამოვა, მის ლიდერებს ვურჩევდი, პოლიტიკაში თუ ფულის ხარჯვა უნდათ, სხვა შემდგარ მოთამაშეებს დაახარჯონ, მაგალითად ჩვენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ხელისუფლებაში იმ პოლიტიკოსების მოშვება არ შეიძლება, რომლებმაც უახლოეს წარსულში ადამიანის უფლებები დაარღვიეს. ხვდებით, ვისზეა საუბარი, ორი ძველი პარტია უნდა დამთავრდეს, ალტერნატივა ვართ ჩვენ“.

„ფულის ასე ტყუილად ფლანგვას თუ გააგრძელებენ, ცოტა ნაკლები ფული ექნებათ, „ლელოს“ ამის გამო შეიძლება, დიდად არაფერი დააკლდეს, მაგრამ არც ქართველ ხალხს მოემატება ფულის ამგვარი ხარჯვით არაფერი. მათი ლიდერები კარგად გაერთონ. ადამიანს როდესაც ბევრი ფული აქვს, სხვადასხვანაირ გასართობებს შოულობს ხოლმე. მგონი, „ლელოს“ ლიდერებს ცუდი გასართობი არ უშოვიათ. ცოტა ძვირი კი უჯდებათ, მაგრამ არაუშავს. არ მგონია, მათ პარლამენტში შემოსვლა ისედაც უნდოდეთ. პარლამენტში რომ იყვნენ, ხომ გავიდნენ და შემოსვლა რათ უნდათ. ჯობია, სხვა შემოუშვან, უფრო მომზადებული საპარლამენტო საქმიანობისთვის, ვიდრე წინა გუნდი იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.