იაგო ხვიჩია - ბოიკოტი თან იყოს და თან არ იყოსო, ეს ჩვენი კოლეგების ჩვეულებრივი საქმიანობაა, რასაც არ უნდა აკეთებდე, იმ საქმიდან „დატყდომა“ პოლიტიკური შატალოა
ამბობენ, გავიდეთ ბოიკოტში, შევიდეთ იმ სხდომაზე, რომელიც გვინდაო, თან ბოიკოტი იყოს და თან არ იყოსო, ეს დამოკიდებულება ჩვენი კოლეგების ჩვეულებრივი საქმიანობაა და სამი წელია ამას ვუყურებ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ხვიჩიას თქმით, მათი მხრიდან ეს უფრო შატალოა, ვიდრე პროტესტი.
„რასაც არ უნდა აკეთებდე, იმ საქმიდან „დატყდომა“ პოლიტიკური შატალოა. ხელფასს მაინც ცოტას იღებენ და არ დავამადლებდი ორ კაპიკს, რადგან „ქოცები“ ამდენ ფულს აკეთებენ, – განაცხადა ხვიჩიამ.