იაგო ხვიჩია - რაც უფრო მეტ ხანს შიმშილობ, მით უფრო რთულია, შიმშილობით ყურადღება მიიქციო, სააკაშვილის მოთხოვნა უნდა იყოს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა
იაგო ხვიჩია - რაც უფრო მეტ ხანს შიმშილობ, მით უფრო რთულია, შიმშილობით ყურადღება მიიქციო, სააკაშვილის მოთხოვნა უნდა იყოს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა

მგონი, რაც უფრო მეტ ხანს შიმშილობ, მით უფრო რთულია, შიმშილობით ყურადღება მიიქციო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ხვიჩია გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ უვადო შიმშილობას აცხადებს.

ხვიჩიას თქმით, სააკაშვილის მოთხოვნა უნდა იყოს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა.

„მგონი, რაც უფრო მეტი ხანი შიმშილობ, მით უფრო რთულია, შიმშილობით ყურადღება მიიქციო. მიხეილ სააკაშვილს უკვე 50 დღე აქვს ნაშიმშილები. წარმოიდგინეთ, ვიდრე 50 დღე არ გავა, „ქართული ოცნება“ შედარებით მშვიდად იქნება. ამიტომ, ამ ამოცანის შესრულება მარტივი არ იქნება, თუმცა მიხეილ სააკაშვილს ამ საქმეში წარმატებას ვუსურვებ. მისი მოთხოვნა უნდა იყოს საზღვარგარეთ მისი გადაყვანა. ამას პირველივე დღიდან ვამბობდი. ის გორის ნაცვლად, საზღვარგარეთ უნდა გადაეყვანათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ დღეიდან უვადო შიმშილობას აცხადებს. სააკაშვილის თქმით, „მისი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება“.