იაგო ხვიჩია - თუ გინდა, ქვეყანა ძალოვანი უწყებების საშუალებით აკონტროლო, პროკურატურა შენს ხელში უნდა იყოს, ამ პირობებში გენერალური პროკურორის არჩევას ის შინაარსი ვერ ექნება, რაც უნდა ჰქონდეს
თუ გინდა, ქვეყანა ძალოვანი უწყებების საშუალებით აკონტროლო, პროკურატურა შენს ხელში უნდა იყოს. ჩვენს რეალობაში ყველას თავისი პროკურორი მოჰყავს, ამ პირობებში გენერალური პროკურორის არჩევას ის შინაარსი ვერ ექნება, რაც უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, საპროკურორო საბჭო პროკურორს, ფაქტობრივად, ექვსი წლით ირჩევს, რადგან არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ახალი პროკურორის ძებნა იქნება საჭირო.
„საპროკურორო საბჭოში პირველი შუამდგომლობა დავაყენე, რომ ვერ ავირჩევთ გენერალურ პროკურორს, საბჭო კი არა, პარლამენტი კონსენსუსით, და, ფაქტობრივად, ექვსი წლით ვირჩევთ ადამიანს, რადგან, არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ახალი პროკურორის ძებნა მოგვიწევს. ჩვენს რეალობაში ყველას თავისი პროკურორი მოჰყავს, რადგან თუ გინდა, ქვეყანა ძალოვანი უწყებების საშუალებით აკონტროლო, პროკურატურა შენს ხელში უნდა იყოს. ამ პირობებში გენერალური პროკურორის არჩევას ის შინაარსი ვერ ექნება, რაც უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.