იაგო ხვიჩია - „ქართულმა ოცნებამ“ ლაპარაკზე უარი განაცხადა და ამბობს, უმრავლესობაში ვარ და რასაც მინდა, იმას ვიზამო, ეს პარტია არის მარტო, ფაქტობრივად, პარტნიორების გარეშე
ცხადია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ლაპარაკზე უარი განაცხადა და ამბობს, უმრავლესობაში ვარ და რასაც მინდა, იმას ვიზამო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, მმართველ პარტიას ყველას მიმართ ბრძოლა აქვს გამოცხადებული.
„ქართული ოცნება“, კონსენსუსის ნაცვლად, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის მიზნით იჩენს ძალმომრეობას და უმრავლესობას საკუთარი პრეზიდენტისა და ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის წინააღმდეგ იყენებს, რადგან ასეთი ცვლილებები ცესკო-ს რეპუტაციას უფრო ულახავს, ვიდრე რაიმეს უკეთებს. სხვა გზას ვერ ხედავენ, რადგან არ ლაპარაკობენ. უკვე ცხადია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ლაპარაკზე უარი განაცხადა და ამბობს, უმრავლესობაში ვარ და რასაც მინდა, იმას ვიზამო. ეს პარტია არის მარტო, ფაქტობრივად, პარტნიორების გარეშე. პარტნიორად მის მიერ არჩეულ პრეზიდენტსაც კი არ იყენებს და საგარეო მასშტაბითაც ყველა პარტნიორის მიმართ ბრძოლა აქვს გამოცხადებული“, – განაცხადა ხვიჩიამ.