იაგო ხვიჩია - „ქართულმა ოცნებამ“ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები ცუდი პროცესის შედეგად შეარჩია, ამიტომ მათ მიმართ ნდობა ვერ იქნება
„ქართულმა ოცნებამ“ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები ცუდი შესარჩევი პროცესის შედეგად შეარჩია, რომლის მიმართ ნდობა ვერ იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, პროცესში „ქართულ ოცნებას“ წარმატებას უსურვებენ.
„ქართულ ოცნებას“ თავიდანვე უნდოდა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე ექვსი თვით აირჩიოს, რადგან საკითხზე არანაირი კონსულტაცია არ გაუმართავს და არავისთვის არაფერი უკითხავს. შესაბამისად, მხარი რას დავუჭიროთ? – საკუთარი კანდიდატების მოძებნა და მარტო გაყვანა თავად გადაწყვიტეს. ამ პროცესში მათ წარმატებას ვუსურვებთ, ხელს არ შევუშლით.
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები „ქართულმა ოცნებამ“ ცუდი შესარჩევი პროცესის შედეგად შეარჩია, რომლის მიმართ ნდობა ვერ იქნება, რადგან კონსესუსის მცდელობა არავისთან ყოფილა. შესაბამისად, ასე შერჩეულ თავმჯდომარეს ოპოზიციის ნდობა ვერ ექნება. თუ დავნიშნავთ და კარგად მოიქცევა, ამას ვნახავთ, მაგრამ ნდობის საფუძველი არ ყოფილა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.