იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნების“ ბანერები მომდევნო წარუმატებელი საარჩევნო პროექტია, ამას ისევ სისხლიანი ნაცების მიხატვა სჯობდა
„ქართული ოცნების“ ბანერები მომდევნო წარუმატებელი საარჩევნო პროექტია, – ამის შეახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამას ისევ „სისხლიანი ნაცების“ მიხატვა სჯობდა, ბანერიც გამზადებული ჰქონდათ და ფაილებიც გამზადებული ექნებოდათ.
„ქართული ოცნების“ მომდევნო წარუმატებელი საარჩევნო პროექტია. სახელმწიფო რელიგიაზე დაპირება ჰქონდათ, ასევე აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებაზე. ეს ისეთივე წარუმატებელი აღმოჩნდა, როგორც ეს საკითხები. ამას ისევ სისხლიანი ნაცების მიხატვა სჯობდა, ბანერიც გამზადებული ჰქონდათ და ფაილებიც გამზადებული ექნებოდათ, ვიდრე ეს სისულელე გაეკეთებინათ, რაც გააკეთეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.