იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებული თამაშის მონაწილეები მგონია, ამიტომ არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას, ვინ მოიგებს მეორე ტურს
„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებული თამაშის მონაწილეები მგონია. ამიტომ, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მეორე ტურს ვინ მოიგებს და ვინ – წააგებს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც ხვიჩია ამბობს, ამ ვერსიას დასაშვებად მიიჩნევს გიორგი გახარიაც და ამაზე ხალხმა უნდა იფიქროს.
„არც ერთი მხარე, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, სიახლესთან და ცვლილებებთან არ ასოცირდება. ასოცირდება იგივეს გაგრძელებასთან, რაც არის ქვეყანაში. ვწუხვარ, მოსახლეობას გამამხნევებელს ვერაფერს ვეუბნები, რომ რაიმე განსხვავებაა რომელიღაცისთვის ხმის მიცემა. კარგია, რომ გიორგი გახარია ზუსტად იმავე ჩვენებას „აწვება“, რადგან გახარია იყო ხელისუფლებაში, მას ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე მე. ჩემს ვერსიას ისიც დასაშვებად მიიჩნევს და ამ ვერსიაზე უნდა იფიქროთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.