იაგო ხვიჩია - პრეზიდენტისგან მოსაწვევი არ მიგვიღია, თუ დაგვპატიჟებენ, სანდრო რაქვიაშვილს გავუგზავნი, რადგან ორჯერ ვიყავი და არცერთი წინა ამბავი წარმატებული არ აღმოჩნდა
პრეზიდენტისგან მოსაწვევი არ მიგვიღია, თუ დაგვპატიჟებენ, სანდრო რაქვიაშვილს გავუგზავნი, რადგან ორჯერ ვიყავი, მაგრამ არცერთი წინა ამბავი წარმატებული არ აღმოჩნდა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მესამე შეხვედრის მიმართაც სკეპტიკურად არის განწყობილი, თუმცა აღნიშნა, რომ პარტია მონაწილეობას მიიღებს.
„შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრეზიდენტს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არ უნდა და მას საუბარი უნდა, თუ რა არის გასაკეთებელი და არა – გაკეთებული. მესამე შეხვედრის მიმართაც სკეპტიკური ვარ, თუმცა მონაწილეობას მივიღებთ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.