იაგო ხვიჩია - პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანება მოუნდებათ, 5-პროცენტიანი ბარიერი მათ ერთმანეთთან მიდენის და აღარ იქნება განსხვავებები, ვის ვინ მოსწონს, ყველა ერთმანეთში აიზილება
პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთთან გაერთიანება მოუნდებათ, 5-პროცენტიანი ბარიერი მათ ერთმანეთთან მიდენის და დავინახავთ, რომ აღარ იქნება განსხვავებები, ვის ვინ მოსწონს და ა.შ. ყველა ერთმანეთში აიზილება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, უბრალოდ, ეს პროცესი გვიანდება და ფერხდება.
„ამას ვინც არ ვაპირებთ, ხელი გვეშლება, რომ ჩვენი საარჩევნო პროცესი დავალაგოთ, მაგრამ რას ვიზამთ? გაერთიანება იქნება „ქოცებთან“ და „ნაცებთან“. არჩევნებზე ჩვენ, „ქოცები“ და „ნაცები“ უნდა დავრჩეთ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.