იაგო ხვიჩია - პარლამენტის დატოვებას რომც ვაპირებდე, „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდების შემდეგ გადავიფიქრებდი, რადგან ახლა იმ ფორმაში არ არიან, რომ მათ მოწოდებებზე იარო
ახლა „ნაცები“ ვერაფერს ისეთს ვერ იზამენ, რასაც აქამდე არ შვრებოდნენ, ამ მოწვევის პარლამენტში სულ ბოიკოტებში გაატარეს დრო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „ნაცმოძრაობა“ ახლა იმ ფორმაში არ არის, მათ მოწოდებებზე რომ იარო.
„გუშინ სადღაც შეიკრიბნენ და დაიშალნენ. მგონი, პარლამენტის დატოვება ბოლომდე არ იყო მოფიქრებული, რადგან ეკა ხერხეულიძეს საყვედური ჰქონდა, უცნაური დატოვება არისო. დატოვებას რომც ვაპირებდე, მათი მოწოდების შემდეგ გადავიფიქრებდი, რადგან „ნაცმოძრაობა“ ახლა იმ ფორმაში არ არის, მათ მოწოდებებზე რომ იარო. შემთხვევით რომც დაემთხვიო, უნდა გადაიფიქრო. კარგი ხანია, არეულები არიან“, – განაცხადა ხვიჩიამ.