იაგო ხვიჩია - ორი კვირაა, ქარტიის თაობაზე მსჯელობა მიმდინარეობს, ტექსტზე ბევრი სამუშაოა, არც ქარტია შეცვლილა და არც ჩვენ, შესაბამისად, ვერ წარმომიდგენია, ხელი მოვაწეროთ
ორი კვირაა, რაც ქარტიის თაობაზე მსჯელობა მიმდინარეობს და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. არც ჩვენ შევცვლილვართ და არც ქარტია. შესაბამისად, ვერ წარმომიდგენია, მას ხელი მოვაწეროთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, საკმარისი არგუმენტები ვერ ნახა, რის გამოც ქარტიას „გირჩი“ ქარტიას ხელს არ აწერს.
„მეტი გვინდა, ვიდრე ეს ქარტიაა. პრეზიდენტს ვთავაზობთ, რომ ერთობლივ კონსტიტუციაზე დავიწყოთ მუშაობა, რომელიც მოქმედს ჩაანაცვლებს და უზრუნველყოფს იმას, რომ ძალაუფლება არ იყოს ერთპიროვნული. ხელს იმიტომ არ ვაწერ, რომ საკმარისი არგუმენტი ვერ ვნახე. ეს ქარტია იმას არ უზრუნველყოფს, რომ ხელისუფლება იყოს დეცენტრალიზებული. ამ ტექსტზე ბევრი სამუშაოა. კარგი საწყისი ტექსტია, მაგრამ არა საბოლოოდ კარგი. ამ ხალხს რაღაცნაირად ერთმანეთთან დაახლოება უნდა და პრეზიდენტი კარგ საქმეს აკეთებს, რომ ამაშია ჩართული. ლოგიკური იქნება, პარტიები არჩევნებზე ამ კონფიგურაციით გავიდნენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.