იაგო ხვიჩია - ოპოზიციონერებს დასვენება რომ მოუნდებათ, იტყვიან, წავედით რეგიონებშიო, ხალხს ჰგონია, საქმეზე მიდიან, ვითომ საქმის გასაკეთებლად რომ მიჰქუსლავ, ეს არის არგუმენტი შატალოსთვის
ოპოზიციონერ კოლეგებს თბილისში საქმის კეთება როცა ეზარებათ და დასვენება მოუნდებათ, იტყვიან, წავედით რეგიონებშიო. კაცმა არ იცის, რეგიონებში რას აკეთებენ, მაგრამ ხალხს ჰგონია, რომ საქმეზე არიან წასული, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები, რეგიონებში სიარულის ნაცვლად, სამომავლო გეგმებზე უნდა მუშაობდნენ.
„სამწუხაროდ, რეგიონებში სიარულმა შემდეგი სახე მიიღო – ჩვენს კოლეგებს თბილისში საქმის კეთება როცა ეზარებათ და დასვენება მოუნდებათ, იტყვიან, წავედით რეგიონებშიო. კაცმა არ იცის, რეგიონებში რას აკეთებენ, მაგრამ ხალხს ჰგონია, რომ საქმეზე არიან წასული. ჩემი აზრით, ახლა საქმის კეთება თუ გინდა, დედაქალაქიდან გასვლა არ შეიძლება, რადგან ჯერ გეგმა არ გაქვს ჩამოყალიბებული – რას აკეთებ, ვისთან ერთად აკეთებ, რას აპირებ, როგორ წარმოგიდგენია „ქართული ოცნების“ შემდეგ ხელისუფლება, რომ მართლა გადმოგაბაროს ქართველმა ხალხმა. ამ კითხვებზე რომ პასუხი არ გაქვს და რეგიონებში მიჰქუსლავ ვითომ საქმის გასაკეთებლად, ჩემი აზრით, ეს არის არგუმენტი შატალოსთვის. სად წახვედი, გაკვეთილებს ვაცდენდიო, ხომ არ ეტყვი – რეგიონებში ვიყავი, ხალხს ველაპარაკებოდიო, ეტყვი. ვინ შეგიმოწმებს, რეგიონებში დასასვენებლად მიდიხარ, ე.წ. ზაგრის მისაღებად თუ ხალხთან სალაპარაკოდ. ამის მტკიცება შეუძლებელია. სამწუხაროდ, სწორედ ასე იქცევიან ჩვენი კოლეგები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.