იაგო ხვიჩია - ოპოზიციის ბოიკოტს იმას ვამსგავსებ, ვახტანგ მეგრელიშვილი მოწევას რომ თავს ანებებს და, როგორც წესი, ეს სულ რამდენიმე კვირა გრძელდება
„ოპოზიციის ბოიკოტს იმას ვამსგავსებ, ვახტანგ მეგრელიშვილი მოწევას რომ თავს ანებებს და, როგორც წესი, ეს სულ რამდენიმე კვირა გრძელდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, მისი კოლეგები მოიწყენენ და კვლავ პარლამენტში შევლენ.
„ოპოზიციის ბოიკოტს იმას ვამსგავსებ, ვახტანგ მეგრელიშვილი მოწევას რომ თავს ანებებს და, როგორც წესი, ეს სულ რამდენიმე კვირა გრძელდება, შემდეგ იგივე იწყება. ჩვენი კოლეგებიც ასე არიან. ცოტა ხანში მოწყენას დაიწყებენ, გართობა მოუნდებათ და პარლამენტში შემოვლენ, რადგან ეს ბოიკოტი არ არის. ეს არ არის დიდი პოლიტიკური აქტი, ამას „ნაცების“ ორკვირიან ბოიკოტს ვერ დავარქმევ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.