იაგო ხვიჩია - ოპოზიციას ბოიკოტი ერთხელ უკვე გამოადგა, ასეთ დროს ნაკლები სამუშაო აქვთ, სამუშაო პროცესში თუ არ ჩაერთვებიან, „ქოცებს“ ექნებათ საშუალება, იძახონ, რომ ოპოზიცია დესტრუქციულია
იაგო ხვიჩია - ოპოზიციას ბოიკოტი ერთხელ უკვე გამოადგა, ასეთ დროს ნაკლები სამუშაო აქვთ, სამუშაო პროცესში თუ არ ჩაერთვებიან, „ქოცებს“ ექნებათ საშუალება, იძახონ, რომ ოპოზიცია დესტრუქციულია

რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი თუ იქნება, ვიქნებით ჩართული, მაგრამ თუ სხვა ჯგუფი იქნება, იქაც შევივლი და ჩვენს ამომრჩეველს ვეტყვით, რა ხდება ჯგუფში, რომელსაც მოფერებით „სამუშაოს“ ეძახიან, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიცია სამუშაო პროცესში თუ არ ჩაერთვება, „ქართულ ოცნებას“ ექნება საშუალება, თქვას, რომ ოპოზიცია დესტრუქციულია.

„ჩვენ ამ შენობაში ყველა ოთახში დავდივართ, რაც არ უნდა შეხვედრა იყოს და აქაც შევივლით. როგორ გითხრათ, სამუშაო ჯგუფში ჩავერთვები-მეთქი, როცა არ ვიცით, სამუშაო ჯგუფი ჰქვია თუ არა იმას, რაც უნდა გაკეთდეს. რასაკვირველია, თუ სამუშაო ჯგუფი იქნება, ვიქნებით ჩართული, მაგრამ თუ სხვა ჯგუფი იქნება, იქაც შევივლი და ჩვენს ამომრჩეველს ვეტყვით, რა ხდება იმ ჯგუფში, რომელსაც მოფერებით „სამუშაოს“ ეძახიან. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, როგორც ვიცი, ოპოზიციას და „ნაცმოძრაობას“ ბოიკოტი ერთხელ უკვე გამოადგა და თუ რაღაც გადგება, ხშირად უნდა გაიმეორო. მგონი, ასეთ ნარატივში არიან. ბოიკოტიც გამოადგათ, რაში? ნაკლები სამუშაო აქვთ. ბოიკოტში როცა არიან, ნაკლები სამუშაო აქვთ. თუ სამუშაო პროცესში არ ჩაერთვებიან, „ქოცებს“ ექნებათ საშუალება, იძახონ, რომ ოპოზიცია დესტრუქციულია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.