იაგო ხვიჩია - ოპოზიცია მთავარ შეცდომას უშვებს, როცა ხალხს არ ეუბნება, რისთვის იბრძვის, გარდა იმისა, რომ „დავამხოთ ქოცები“
რიგგარეშე არჩევნებს ხელისუფლება თავისი ნებით არ ატარებს. რაღაც უნდა ხდებოდეს ისეთი, რომ იძულებული გახდეს, რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია, „ქართულმა ოცნებამ” 43 პროცენტზე ნაკლები აიღოს, რათა ოპოზიციას მორალურად გამართული პოზიცია ჰქონდეს.
„ასევე, აუცილებელია, ხალხმა იცოდეს, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს რომ ითხოვს და მოიგოს, ხალხისთვის რა შეიცვლება. ოპოზიცია მთავარ შეცდომას უშვებს, როცა ხალხს არ ეუბნება, რისთვის იბრძვის, გარდა იმისა, რომ „დავამხოთ ქოცები“. ხალხისთვის ეს არ არის ის მთავარი პერსპექტივა, რისთვისაც ბრძოლას გააგრძელებენ. მათთვის პერსპექტივაა ისეთი ქვეყანა, სადაც ცხოვრება მოუნდებათ. ოპოზიცია უკეთესად უნდა მოემზადოს 2024 წლის არჩევნებისთვის ან იმისთვის, რომ ხალხი გამოიყვანოს ქუჩაში და ხელისუფლებას ძალით ჩაანიშნინოს რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.