იაგო ხვიჩია - ოლივერ ვარჰეი გვეხმარება როგორც მეგობარი, მაგრამ შიდა საუბრებში გვითხრა, როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას, თუ გინდათ, რამეს აზრი ჰქონდეს, ერთად უნდა გააკეთოთო
იაგო ხვიჩია - ოლივერ ვარჰეი გვეხმარება როგორც მეგობარი, მაგრამ შიდა საუბრებში გვითხრა, როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას, თუ გინდათ, რამეს აზრი ჰქონდეს, ერთად უნდა გააკეთოთო

როგორც ჩანს, ბატონი ვარჰეი ჩვენი მეგობარია, მას უნდა, რომ ჩვენ დასავლეთთან კარგად გამოვიყურებოდეთ, ამიტომ დასავლეთისთვის გასაგონად ამბობს, საქართველო კარგად იქცევა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ.

„ოლივერ ვარჰეი როგორც მეგობარი გვეხმარება, მაგრამ შიდა საუბრებში ძალიან გასაგებად გვითხრეს, როგორც ოპოზიციას ისე ხელისუფლებას, თუ რამეს გინდათ, აზრი ჰქონდეს, ერთად უნდა გააკეთოთო. თუ ერთად არ გააკეთებთ, აზრი არ აქვს, რადგან სხვა დრო არ იქნებაო, თქვენ ახლა გაქვთ ეს შანსიო. ეს ძალიან გასაგებად გვითხრეს, როგორც ოპოზიციას, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებასაც. საჯარო კომენტარებით შეგვაქეს, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი. მგონი, მეგობარს ეს ქმედება უნდა დავუფასოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.