იაგო ხვიჩია - ნიკა მელიასთან დაკავშირებით განცხადებაზე „გირჩის“ ხელმოწერა იმიტომ არ არის, რომ ოპოზიციური პარტიები ჩვენზე გაბუტულები არიან და საერთო შეხვედრებზე არ გვეძახიან
იაგო ხვიჩია - ნიკა მელიასთან დაკავშირებით განცხადებაზე „გირჩის“ ხელმოწერა იმიტომ არ არის, რომ ოპოზიციური პარტიები ჩვენზე გაბუტულები არიან და საერთო შეხვედრებზე არ გვეძახიან

ნიკა მელიასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებაზე „გირჩის“ ხელმოწერა იმიტომ არ არის, რომ ოპოზიციური პარტიები ჩვენზე გაბუტულები არიან და არ გვეძახიან საერთო შეხვედრებზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ის ნიკა მელიას დაკავებას არ ემხრობა.

„ჩვენი პოზიცია მელიასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ არაერთხელ. ყველამ იცის ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება იქ რატომ არ არის ხელმოწერა, იცით, რომ ოპოზიციური პარტიები ჩვენზე გაბუტულები არიან და არ გვეძახიან საერთო შეხვედრებზე. აქედან გამომდინარე, ვერ მოხვდა და არა იმიტომ ჩვენ წინააღმდეგები ვიყავით. ზოგადად არ ვემხრობი ნიკა მელიას დაჭერას და ყველაფერი, რაც მის თავს ხდება, არის პოლიტიკური. მე არ მინდა წარმოვიდგინო მომავალი, სადაც ნიკა მელიას დაიჭერენ, მე მაქვს „ქართული ოცნების“ კეთილგონიერების იმედი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გუშინ გაავრცელეს.  განცხადების ხელმომწერთა შორის არ არის პარტია „გირჩი“.