იაგო ხვიჩია - ნიკა მელიას ციხესთან რომ დავლოდებოდი, შეიძლება, ცინიკურად გამოჩენილიყო, რადგან ძველი უხერხული სიტუაციები გვაქვს გასარკვევი
რა თქმა უნდა, მელიას პარლამენტში ველოდებით. ახლა ნიკა მელიას ციხესთან რომ დავლოდებოდი, შეიძლება ცინიკური გამოჩენილიყო, რადგან ჩვენ სალაპარაკო გვაქვს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ნიკა მელისთან შეხვედრას აპირებს.
„ზოგადად, ვინც ჩვენთან სალაპარაკოდ მოდის, ლაპარაკი ძალიან გვიყვარს და არავის არ გავურბივართ. პირიქით, მივესალმებით, ყავას დავალევინებთ, დიდხანს ვისაუბრებთ, დანარჩენი, ალიანსი, კოალიცია, ამაზე ახლა არ ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, მელიას პარლამენტში ველოდებით. ახლა ნიკა მელიას ციხესთან რომ დავლოდებოდი, შეიძლება ცინიკური გამოჩენილიყო, რადგან ჩვენ სალაპარაკო გვაქვს. იცით, რომ საუბრის საშუალება არ მოგვეცა, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ დაიჭირა და რა სალაპარაკოც გვქონდა, ვერ ვილაპარაკეთ. ბევრი სალაპარაკო გვაქვს და გასარკვევი გვაქვს, ძველი უხერხული სიტუაციები“, – განაცხადა ხვიჩიამ.