იაგო ხვიჩია - „ნაცების“ სიაში რომ წერიხარ და „ნაცობა“ გიტყდება, ეს გამარჯვების ფორმულა ვერ იქნება
„ნაცების“ სიაში რომ წერიხარ და „ნაცობა“ გიტყდება, ეს გამარჯვების ფორმულა ვერ იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე განცხადებით, ახალმა პოლიტიკური პლატფორმამ, „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ ის ლიდერები მოიყვანა, რომელთაც „ნაცობა“ უტყდებათ.
„„ნაცმოძრაობის“ მიერ წარდგენილი ახალი კანდიდატების გამოსვლები ვნახე, რომლებმაც თქვეს, რომ „ნაცები“ არ ვართო, ზოგმა ისიც კი თქვა, აპოლიტიკური ვარო. ეს ხდებოდა პოლიტიკური პარტიის ყრილობაზე, სადაც დიდი ხუთიანის ქვეშ პარტიული საკითხები განიხილებოდა. ახალი ლიდერები მოიყვანეს, რომელთაც „ნაცობა“ უტყდებოდათ. ეს ხალხი გონიერი ყოფილა, მიხვდა, ასეთ დროს პარტიიდან წასვლა სჯობს და არა დარჩენა, რადგან როგორ შეიძლება, ხალხის მოლოდინი ისეთი სახეებით გააცრუო, რომელთაც „ნაცობა“ უტყდებათ, – აღნიშნა ხვიჩიამ.