იაგო ხვიჩია - მთავარი რეკომენდაცია არის ერთპარტიული მმართველობის დასრულება, გამოსავალია ალტერნატიული იდეის მოფიქრება და ამ იდეის ევროპელებისა და ხალხისთვის შეთავაზება
იაგო ხვიჩია - მთავარი რეკომენდაცია არის ერთპარტიული მმართველობის დასრულება, გამოსავალია ალტერნატიული იდეის მოფიქრება და ამ იდეის ევროპელებისა და ხალხისთვის შეთავაზება

„გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიას განცხადებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციები დღევანდელ პირობებში ვერ შესრულდება.

მისივე თქმით, მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც ევროპელები საქართველოს აძლევენ, ერთპარტიული მმართველობის დასრულებაა.

როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, გამოსავალია ალტერნატიული იდეის მოფიქრება და ამ იდეის ევროპელებისა და ხალხისთვის შეთავაზება.

„გამორიცხულია, ეს რეკომენდაციები შესრულდეს ამ პირობებში, რა პირობებშიც ახლა ჩვენ ვართ. ვინაიდან მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც გვაძლევენ, ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის დასრულებაა. ყველა სხვა სიმპტომი აქედან გამომდინარეობს. ამის დასრულებას სხვა ტიპის აქტივობა, მუშაობა სჭირდება, და არა ის, რისთვისაც ახლა ხელისუფლება ან ოპოზიცია მზადაა. გამოსავალია ალტერნატიული იდეის მოფიქრება და ამ იდეის ევროპელებისა და ხალხისთვის შეთავაზება. ამ იდეით უნდა მოხდეს ხელისუფლებაში ერთპიროვნული მმართველობის დასრულება. ჩვენი იდეა უნდა მოვიფიქროთ, საქართველოში როგორი წესრიგი იქნება – ისეთი, სადაც ვერასოდეს ქვეყანას ერთპარტიულად ვერავინ მართავს. ამას ევროპელებს თუ ვეტყვით და მათგან პირობას მივიღებთ, რომ თუ ამას გააკეთებთ ევროპაში შედიხართ, მაშინ ამის გაკეთება შესაძლებელია. მაგრამ ჯერ იდეა უნდა მოვიფიქროთ და ეს იდეა ყველასთვის გასაგები უნდა იყოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.