იაგო ხვიჩია - მოსალოდნელი იყო თამარ ჟვანიას გადადგომა, რადგან თავად „ქართულ ოცნებას“ არ აწყობდა მისი იქ ყოფნა
იაგო ხვიჩია - მოსალოდნელი იყო თამარ ჟვანიას გადადგომა, რადგან თავად „ქართულ ოცნებას“ არ აწყობდა მისი იქ ყოფნა

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, თამარ ჟვანიას მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსალოდნელი იყო.

„წინა არჩევნებზე თამარ ჟვანიამ ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მიიღო. თამარ ჟვანიას ხელში რომელი არჩევნებიც არ უნდა ჩატარებულიყო, კარგადაც რომ ჩატარებულიყო, ეს იქნებოდა ლაპარაკის საგანი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეცდომები არ გაითვალისწინა და ა.შ. მოსალოდნელი იყო, რომ თამარ ჟვანიას ეს ნაბიჯი გადაედგა, რადგან თავად „ქართულ ოცნებას“ არ აწყობდა მისი,  როგორც ცუდად ჩატარებული არჩევნების სიმბოლოს, იქ ყოფნა. მისგან ამ ნაბიჯს ველოდით და აქედან გამომდინარე, მის მოხსნას არ ვითხოვდით, როგორც სხვა ჩვენი კოლეგები.

ჩვენი პოლიტიკური სპექტრის დაპირისპირებიდან გამომდინარე, რთულად წარმომიდგენია ახალი თავმჯდომარის არჩევა ხმების ორი მესამედით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა.