იაგო ხვიჩია - ქუჩაში ადამიანებს თუ დაუძახებ იმისთვის, რომ მიტინგზე მიმართო ვნებიანად, ეს ხალხს მობეზრდა
მჯერა ქართველი ხალხის, რომ ისინი ქართულ პოლიტიკაში განსხვავებულ თამაშს შეამჩნევენ და აგვირჩევენ. რაღაცნაირად მჯერა თავისუფალი ადამიანების, რომლებიც ამ ქვეყანაში არიან. მჯერა საკუთარი თავის და მჯერა ქართველი ამომრჩევლის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში აქციების დაწყება დამოკიდებულია, როგორ ჩატარდება არჩევნები.
„გააჩნია, ქუჩაში ხალხს რისთვის დაუძახებ. ქუჩაში ხალხს თუ დაუძახებ იმისთვის, რომ მიტინგზე მიმართო ვნებიანად, ეს ხალხს მობეზრდა და არ გამოვლენ. სამოქმედო გეგმას თუ იტყვი, ქუჩაში რისთვის გვკრებ, მერე რა გეგმები გაქვს, რას აკეთებ და ეს თუ მომეწონება, ქუჩაში გავიდოდი. ასე ვუყურებ ჩვენს ამომრჩეველსაც. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩემთვის მოსაწონი არგუმენტი, რისთვის გამოდიოდა ეს ხალხი ქუჩაში და რომ გამოვიდოდით შემდეგ რას ვაპირებდით, არ ყოფილა. ამჯერად რაღაც მსგავსი თუ იქნება, შეიძლება, ადამიანები აყვნენ. ასევე გააჩნია, არჩევნები როგორ ჩატარდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.