იაგო ხვიჩია - მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს ხშირად ვაკრიტიკებ, ახლა კრიტიკას არ დავიწყებ, რადგან პოლიტიკური პოზიცია გამოხატა და თქვა, რომ ამ კანონის მიღება არანაირად არ შეიძლება
პრეზიდენტმა თავისი პოლიტიკური პოზიცია გამოხატა და თქვა, რომ ამ კანონის მიღება არანაირად არ შეიძლება, არც პრინციპების დონეზე და არც სიმბოლურად, მისი პოზიცია გასაგებია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, არჩევნებზე იქნება რეფერენდუმი, საით მიდის ქვეყანა.
„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს ხშირად ვაკრიტიკებ, ახლა კრიტიკას არ დავიწყებ, რადგან პოლიტიკური პოზიცია გამოხატა. მთავარი თამაში იქნება არჩევნებზე, რაც რეფერენდუმი იქნება, ეს ქვეყანა საით მიდის, ჩრდილოეთით თუ დასავლეთით“, – განაცხადა ხვიჩიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო.