იაგო ხვიჩია - მითხრეს, რომ თვითმმართველობის არჩევნების ერთგვარ პლებისციტად გამოყენებისკენ მოგვიწოდა შარლ მიშელმა, რასაც არ ეთანხმება ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგა
იაგო ხვიჩია - მითხრეს, რომ თვითმმართველობის არჩევნების ერთგვარ პლებისციტად გამოყენებისკენ მოგვიწოდა შარლ მიშელმა, რასაც არ ეთანხმება ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგა

მითხრეს, რომ შეიძლება, „ქართული ოცნება“ თანახმა იყოს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამოყენებული იყოს ერთგვარ პლებისციტად და ამისკენ მოგვიწოდა შარლ მიშელმა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, მას აქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციის ნაწილი ამ შეთავაზებას არ დათანხმდა.

„შეთანხმება თუ გვინდა, უნდა გავიგოთ, კიდევ ხომ არ იყო ისეთი საკითხები, რომელიც ამ ექვს პუნქტში არ წერია. მაგალითად, მე მითხრეს, რომ შეიძლება, „ქართული ოცნება“ თანახმა იყოს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამოყენებული იყოს ერთგვარ პლებისციტად. ისიც კი მითხრეს, რომ ამისკენ მოგვიწოდა ბატონმა მიშელმა, რასაც არ ეთანხმება ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგა. ჩვენ გვინდა, ეს დისკუსია იყოს საჯარო. მინდა ვიცოდე, მართლა შემოგვთავაზა „ქართულმა ოცნებამ“ რამე და ოპოზიციონერმა კოლეგებმა მართლა უარი უთხრეს? ჯერ დეტალები უნდა გავიგოთ. ბატონმა უგულავამ თქვა, ეს ხელისუფლების შეთავაზეაბაა და არ გვაწყობსო. როცა გვეცოდინება, მართლა იყო თუ არა შეთავაზება, მერე მეტის თქმის შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა იაგო ხვიჩამ.