იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები 12 პუნქტის შესრულებას აღიარებენ, ეს ერთადერთი გამოსავალია
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები 12 პუნქტის შესრულებას აღიარებენ, ეს ერთადერთი გამოსავალია

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები 12 პუნქტის შესრულებას აღიარებენ, ეს ერთადერთი გამოსავალია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, გამოსავალს შეთანხმების მიღწევაში ხედავს.

„ჯერ კიდევ ზაფხულში ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა ყოფილიყო ევროინტეგრაციის აუცილებელი კომპონენტი, რადგან რთულად წარმოგვედგინა დეპოლარიზაციის მიღწევა მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და მისი მხარდამჭერები აქციებს აწყობენ. ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება თუ მოგვინდება, უნდა გავითვალისწინოთ გზები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები 12 პუნქტის შესრულებას აღიარებენ. ეს იყო პირობა, რასაც ყველა პოლიტიკურ ძალას ვთავაზობდით, ეს არის სწორედ ერთადერთი გამოსავალი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.