იაგო ხვიჩია - მგონი, ოპოზიციას „ქოცები“ უცნაური ფორმით გვეხმარებიან, ოპოზიცია ცოტათი უხეიროა და ჩემი კოლეგები შანსებს სათანადოდ ვერ იყენებენ
ოპოზიცია ცოტათი უხეიროა, ჩემი კოლეგები შანსებს სათანადოდ ვერ იყენებენ, თორემ „ქართულმა ოცნებამ“ მეტი რა ქნას? ფაქტობრივად, ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც გამჭვირვალობის სახელით მმართველი პარტია არჩევნებზე გადის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„მგონი, ოპოზიციას „ქოცები“ ასეთი უცნაური ფორმით გვეხმარებიან. ოპოზიცია ცოტათი უხეიროა და ჩემი კოლეგები შანსებს სათანადოდ ვერ იყენებენ, თორემ „ქართულმა ოცნებამ“ მეტი რა ქნას, რითი დაგეხმაროს წინასაარჩევნოდ? ფაქტობრივად, ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც გამჭვირვალობის სახელით მმართველი პარტია არჩევნებზე გადის.
რეალურად, ამ იარლიყის, გამჭვირვალობის მოტრფიალის უკან ჩრდილოეთისკენ მიმავალი მთავრობის იარლიყია. დაუშვებელია, ოპოზიციამ ასეთი ტიპის დახმარება წინასაარჩევნოდ არ გამოიყენოს. თითქოს ეს რაღაცნაირი შეთანხმებული თამაშია, რათა ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ არჩევნები არ მოიგო და მეორე, მესამე ან მეოთხე საპატიო ადგილზე გახვიდე“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.