იაგო ხვიჩია - მგონი, „ლელოს“ პარლამენტარობას თამაში უნდა, ვერც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ახდენენ გავლენას, ვერც ვერავისთან ამყარებენ კომუნიკაციას, სამაგიეროდ, ერთობიან
იაგო ხვიჩია - მგონი, „ლელოს“ პარლამენტარობას თამაში უნდა, ვერც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ახდენენ გავლენას, ვერც ვერავისთან ამყარებენ კომუნიკაციას, სამაგიეროდ, ერთობიან

პარტია „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ლელოს“ პარლამენტარობას თამაში სურს, რადგან მათში სხვა პოლიტიკურ ამბიციას ვერ ხედავს.

„მგონი, „ლელოს“ უნდა პარლამენტარობას თამაში, სადაც მისი წევრები ამ შენობაში ერთობიან. რასაკვირველია, ვერც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ვერ ახდენენ გავლენას, ვერც ვერავისთან ამყარებენ კომუნიკაციას და თავისთვის არიან, მაგრამ, სამაგიეროდ, ერთობიან. ვფიქრობ, ერთი ვადა არაფერია იმისთვის, რომ „ლელოც“ გაერთოს, შემდეგ ვადაზე, მგონი, პარლამენტში აღარც იქნებიან, „ლელოც“ დაისვენებს, ხალხიც და ჩვენც. მგონი, „ლელოს“ ლიდერებს აქვთ ამბიცია, რომ ასაკში კარგად გაერთონ, თორემ სხვა პოლიტიკურ ამბიციას ვერ ვამჩნევ – ფულიან ხალხს სხვების დაქირავება შეუძლიათ, ისევე როგორც საკუთარი თანამშრომლები „ლელოს“ ჰიმნზე აცეკვონ. მთავარია, ადამიანებმა ეს პოლიტიკოსობად არ ჩათვალონ, თორემ ისე გართობის შესაძლებლობა მდიდარ ხალხს სულ ჰქონდა“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.