იაგო ხვიჩია - მგონი, „ლელოს“ მიზანია მათი ლიდერების გართობა, ხალხი ასაკშია, ბევრი ფული აქვთ და ასეთი გართობის ფორმა მოიფიქრეს, ფული მათია, პარტია მათია და როგორც უნდათ, ისე გაერთობიან
მე მგონი, „ლელოს“ მიზანია მათი ლიდერების გართობა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ „ლელოს“ ლიდერების მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა, „ლელო“ ხელისუფლებაში მოსვლას არ აპირებს და უნდა იმარჩიელოს, რას გააკეთებს აღნიშნული პარტია.
„„ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლა არ ემუქრება და მე უნდა ვიმარჩიელო, რა მოხდება, „ლელო“ თუ ამას გააკეთებს? ზოგადად, „ლელო“ არ აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას და, მოდი, ნუ მაწვალებთ, ნურც მე და ნურც „ლელოს“. მე მგონი, „ლელოს“ მიზანი არის მათი ლიდერების გართობა. ხალხი ასაკშია, ბევრი ფული აქვთ და როგორ შეიძლება გაერთო სხვაზე უკეთ ამ ქვეყანაში, გართობის ასეთი ფორმა მოიფიქრეს. თქვენ შეიძლება, მოგეწონოთ ან არ მოგეწონოთ, მაგრამ ფული მათია, პარტია მათია და როგორც უნდათ, ისე გაერთობიან თავიანთი ფულით და პარტიით, რა პრობლემაა ამაში?“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.