იაგო ხვიჩია - მესამე ნიკა დამაკლდა, ჩემი აზრით, ნომრიანად უნდა წამოეყვანათ, სამი ნიკა უკეთ ჟღერს
იაგო ხვიჩია - მესამე ნიკა დამაკლდა, ჩემი აზრით, ნომრიანად უნდა წამოეყვანათ, სამი ნიკა უკეთ ჟღერს

მე მესამე ნიკა დამაკლდა, ჩემი აზრით, ნომრიანად უნდა წამოეყვანათ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა, რომლებმაც პარტია „ახალში“ გაწევრიანების შესახებ განაცხადეს.

ხვიჩიას თქმით, ჯერ აკვირდება, რა მიზანი აქვს მათ ერთობას.

„უკეთესი იქნებოდა სამი ნიკა, უკეთ ჟღერს. ჯერ დავაკვირდეთ, რა მიზანი აქვთ. თუ მათი მიზანია, „ნაცებს“ ევაჭრონ სარფიანად, ამის შანსი არსებობს. დროებითია, ბევრ დამოუკიდებელს ვნახავთ არჩევნებამდე, მაგრამ მთავარია არჩევნებზე მიხვდნენ, რომ ხმები არ უნდა დაიკარგოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას პარტიის ნომერია 4, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას, „სახელმწიფო ხალხისთვის“ ეკუთვნის.