იაგო ხვიჩია - მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილის ჯგუფი იმედგაცრუებას გამოიწვევს, სააკაშვილი მიხვდება, რომ სხვა ჯგუფებსაც სჭირდებათ მისი ნდობა, ახლა არცერთი მხარე არ არის სააკაშვილის საკმარისად გულშემატკივარი
იაგო ხვიჩია - მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილის ჯგუფი იმედგაცრუებას გამოიწვევს, სააკაშვილი მიხვდება, რომ სხვა ჯგუფებსაც სჭირდებათ მისი ნდობა, ახლა არცერთი მხარე არ არის სააკაშვილის საკმარისად გულშემატკივარი

მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილის ჯგუფი იმედგაცრუებას გამოიწვევს, სააკაშვილი მიხვდება, რომ სხვა ჯგუფებსაც სჭირდებათ მისი ნდობა. ახლა არცერთი მხარე არ არის სააკაშვილის საკმარისად გულშემატკივარი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი წელია, მოუწოდებდა, სამ ნაწილად დაშლილიყო.

„ერთი ნაწილი იქნებოდა პარტიული ნომენკლატურა, ყოფილი თანამდებობის პირები, რომელთაც ერთმანეთთან უმუშავიათ და ერთმანეთს კარგად უგებენ. მეორე უნდა იყოს ის ხალხი, ვინც „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ შემოემატა. მესამეა ხალხი, ვინც მიხეილ სააკაშვილის პირადი ფავორიტები არიან და რომელთაც სააკაშვილი ძალიან უყვართ და აფასებენ.

პირველი ჯგუფი უკვე სახეზეა, მეორე ჯგუფი ახლა ყალიბდება, რომელიც მელიას ჯგუფია. მიშას პირადი ფავორიტები და გულშემატკივრები ცოტა ხანში უფრო მეტ გავლენას მოიპოვებენ იმ პირობებში, როცა „ნაცმოძრაობაში“ ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მიშას ფავორიტია ის ხალხი, ვისაც ის ენდობა – ანი წითლიძე, ეკა ხერხეულიძე, ნუგზარ წიკლაური. მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილის ჯგუფი იმედგაცრუებას გამოიწვევს, სააკაშვილი მიხვდება, რომ სხვა ჯგუფებსაც სჭირდებათ მისი ნდობა. ახლა არცერთი მხარე არ არის სააკაშვილის საკმარისად გულშემატკივარი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.